ბიძინა ივანიშვილი "ჰეროკრატიაზე" - პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა - ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი

ბიძინა ივანიშვილი "ჰეროკრატიაზე" - პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა - ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი

პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილმ "ჰეროკრატიის" შეფასებისას განუცხადა.

ივანიშვილის თქმით, ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელი იყო ძალიან სპეციალური, შეიძლება მსგავსი საქართველოს და ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საქართველომ გამოიარა ომები, ნგრევა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების ასეთი ზეწოლა შეიძლება იყო უპრეცედენტო. ამ ფილმს ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის შეფასებით, "რუსთავი 2"- ს და "ტაბულას" არ აწყობს ამ ფილმის რეიტინგი და ისინი უთანაგრძნობენ ხელისუფლებას, რომელმაც ფილმში ასახული დანაშაულებები ჩაიდინა.

"პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ამასთან ექსპრემიერი ფიქრობს, რომ ასეთივე შთაბეჭდილებას ფილმი უცხოელებზე ვერ მოახდენს.

"მე არა მგონია, რომ უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რამეთუ ჩვენ ძალიან იოლად გავიგიავდით ფილმის გმირებში. კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განსხვავებული განცდები იქნება, ვიდრე როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე უყურებს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ ვიდეო: "თქვენ ვინ ბრძანდებით? გასაგებია, რომ რეიტინგი არ გაქვთ" - ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."