საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვევიან

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვევიან

საქართველოში ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩამოდიან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ხოსე იგნასიო სანჩეს ამორი (დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური კოორდინატორი); გუგლიერმო პიკი (პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე); რობერტო მონტელა (ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი); ანდრეას ბეიკერი (ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი ოფისის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სამდივნო).

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრები ხვალ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი საარჩევნო სუბიექტების ხელმძღვანელობასთან: - "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის"; "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები"; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; "უსუფაშვილი-რესპუბლიკელები"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ქართული ოცნება".

23 სექტემბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგელები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდებიან.