რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი და რაში იღებდა 200 000 ლარს წელიწადში

რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი და რაში იღებდა 200 000 ლარს წელიწადში

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 215 740 ლარზე მეტი შეადგინა.

მინისტრის მიერ 2016 წლის 26 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებით, ჯეჯელავას სახელზე "თიბისი ბანკში" ანაბარზე საერთო ჯამში 19 189.67 აშშ დოლარი და 4 445.41 ლარია, სახელფასო ანგარიშზე - 5 569 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 534.59 აშშ დოლარი, საკრედიტო ანგარიშზე კი - 134.44 აშშ დოლარი.

უძრავი ქონების სახით მინისტრის საკუთრებაშია 95 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში. მოძრავი ქონების სახით კი 2 მსუბუქი ავტომანქანა - 2010 წლის Hyundai ix35 და 2000 წლის Suzuki Grand Vitara.

მისი მეუღლის ნატალია მუხადგვერდელის სახელზეა რეგისტრირებული ანაბრის სახით 615.56 ლარი, სახელფასო - 103.45 ლარი და 56.62 ევრო.

უძრავი ქონების სახით მინისტრი მეუღლე ბათუმში 45 კვ. მეტრი ფართობის ბინას ფლობს.

დეკლარაციის თანახმად, "მართვის აკადემიაში" თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავამ შემოსავლის სახით 200 859.52 ლარი მიიღო. ტრენერის რანგში კი "თიბისი ბანკში" ანაზღაურების სახით 3 820 ლარი; კვლევითი ცენტრი "პი ემ სი"-ში - 2 000 ლარი; "ჯეოსელში" - 1 781 ლარი; შ.პ.ს. "ტრენდსეტში" - 2 800 ლარი; შ.პ.ს. "ორიენტ-ლოჯიკში" - 3 280 ლარი; სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგში" - 1 200 ლარი მიიღო. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."