"რაც გაკეთდა გავაკეთოთ ამის ანალიზი: პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერი, შს მინისტრი, ქალაქის მერი ციხეში არიან..." - ბიძინა ივანიშვილი

"რაც გაკეთდა გავაკეთოთ ამის ანალიზი: პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერი, შს მინისტრი, ქალაქის მერი ციხეში არიან..." - ბიძინა ივანიშვილი

"პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან ვაცხადებდი, რომ ნიურნბერგის პროცესი საქართველოში ალბათ არ უნდა შედგეს და მე ვფიქრობ, არც უნდა შემდგარიყო" - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების განცდა დარჩა, ამის მიზეზი არა დასჯილთა რაოდენობაა, არამედ ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს თავისი მეთოდის შენარჩუნებას.

"დღეს ისევ თავხედურად კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგზე. გუშინ ვარაზისხევში ავდიოდი და ვნახე ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას საარჩევნო რეკლამა. მათ დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება და ოსტატურად ცრუობენ. მესამე პუნქტად ეწერათ საოცრება - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის.

საზოგადოებაში ჩნდება ისევ განცდა, რომ მათ პასუხი ვერ აგეს. რაც გაკეთდა გავაკეთოთ ამის ანალიზი: პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალაქის მერი ციხეში არიან, მთავარი პროკურორი დევნაშია. ერთ პრეცენდენტს დამისახელებთ მსოფლიო ისტორიაში, რომ ამდენი მაღალი რანგის ჩინოვნიკი დასჯილიყოს ქვეყანაში და ამ დროს ჩვენი პარტნიორები, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულად აფასებენ ქვეყნის განვითარების პროცესს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."