გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას

ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ქვეყნის მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ.

"ივლისში საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და ნატომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია. თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ.

ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში. მეორეს მხრივ, მუშაობის პროცესი მუდმივად ვითარდება.დღეს ჩვენ ახალ ათასწლეულში დიდი წარმატებების მისაღწევად ვემზადებით. ჩვენ ვაშენებთ ინოვაციებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის ყველა თაობის წარმომადგენლები მომავალს იმედის თვალით უყურებენ. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ "გლინიკეს ხიდის" თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გაეროს მიერ მიღებულ, მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალურ გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მომდევნო 15 წელიწადში თუ 17-ვე მიზანს არა, მათ უმრავლესობას მაინც მივაღწიოთ.

"ერთი წლის წინ გაეროს წევრებმა მიიღეს მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაისახა 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების 17 მიზანი. 2030 წლის ეს რევოლუციური დღის წესრიგი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: მიუხედავად ათასწლეულის განვითარების მიზნების ფენომენალური გეგმისა, ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, არ აღმოვჩნდით სათანადო სიმაღლეზე მისი განხორციელების კუთხით. მისასალმებელია, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების მიზნების გარდამქმნელ ძალას. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მომდევნო 15 წელიწადში თუ 17-ვე მიზანს არა, მათ უმრავლესობას მაინც მივაღწიოთ. ამის მისაღწევად კი ჩვენ წარმატებული უნდა ვიყოთ ეროვნულ დონეზე და, ამავე დროს, სხვებსაც დავეხმაროთ თავიანთი ადგილობრივი მიზნების მიღწევაში. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განვითარების ხელშეწყობის გზით და პირიქით", - განმარტა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ გამოიხატოს ეროვნულ დონეზე ეს მიზნები კონკრეტულ მოქმედებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."