ლევან ბერძენიშვილი - რამდენჯერაც შეგვაგინებს ბიძინა ივანიშვილი, იმდენ ახალ ხმებს მოგვიტანს

ლევან ბერძენიშვილი - რამდენჯერაც შეგვაგინებს ბიძინა ივანიშვილი, იმდენ ახალ ხმებს მოგვიტანს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გასაჯაროვებულ წერილში კარგად ჩანს, რომ კოალიციის ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი უფრო მეტად ზრუნავს კოალიციაზე და ქვეყანაზე, ვიდრე საკუთარ პარტიაზე. ამის შესახებ ბერძენიშვილმა "იმედთან" საუბრისას უსუფაშვილის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელების" მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკას, ბერძენიშვილის შეფასებით, ამით ივანიშვილი მათ პარტიას უფასო რეკლამას უკეთებს, რის გამოც ეშინია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ფული არ მოსთხოვოს".

"ოცნება" ახლა თავს იბრმავებს და ვერ კითხულობს, მაგრამ ამ წერილიდან კარგად ჩანს, ვინ ზრუნავდა ქვეყანაზე. დიდი მნიშვნელობა მასთან (ბიძინა ივანიშვილთან) კამათს არ აქვს, როცა უბრალოდ ჭორაობს და უბრალოდ უზნეოდ იქცევა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იგი კონტრპროდუქტიული იქნება და რამდენჯერაც შეგვაგინებს, იმდენ ახლა ხმებს მოგვიტანს. მე უკვე მეშინია, ოდესმე არ მოგვადგეს კონტროლის პალატა და ფული არ მოგვთხოვოს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი უფასო რეკლამას გვიკეთებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.

წერილში საუბარია "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა "დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."