მიხეილ სააკაშვილი - გია ლორთქიფანიძე 26 მაისის მოვლენების დროს უფროსი და გადაწყვეტილების მიმღები არ იყო

მიხეილ სააკაშვილი - გია ლორთქიფანიძე 26 მაისის მოვლენების დროს უფროსი და გადაწყვეტილების მიმღები არ იყო

სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-მასალას.

"ყურით მოთრეული თემაა. სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე. ალბათ უნდათ, რომ ლორთქიფანიძე შეაშინონ, რომ საქართველოში არ ჩავიდეს, მაგრამ მას ვერ შეაშინებენ", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ლორთქიფანიძე მაშინ უფროსი და გადაწყვეტილების მიმღები არ იყო.

საქართველოს პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გია ლორთქიფანიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. საქმე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას ეხება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."