მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს მთავრობაში ზოგიერთ არადალაგებულს ეგონა, რომ კუდ-ი უშველიდა საქმეს და ახლა ამათ ჰგონიათ, რომ სუს-ი უშველის

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს მთავრობაში ზოგიერთ არადალაგებულს ეგონა, რომ კუდ-ი უშველიდა საქმეს და ახლა ამათ ჰგონიათ, რომ სუს-ი უშველის

ჩვენს მთავრობაში ზოგიერთ არადალაგებულს ეგონა, რომ კუდ-ი უშველიდა საქმეს და ახლა ამათ ჰგონიათ, რომ სუს-ი უშველის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"ძალოვანები მათ მხარეს არ არიან, პოლიცია მათ მხარეს არ არის და ხალხი მათ მხარეს არ არის. დაჭერა არის ბოღმა ხალხის ხერხი, ჩემთვის სამაგიეროს გადახდა იქნება განვითარებული საქართველო", - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნებს, ექსპრეზიდენტის თქმით, არჩევნები ვერ გაყალბდება. "ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია, რომ რაღაც არ გააყალბოს და არ იმანიპულიროს, მაგრამ არსებობს უამრავი მექანიზმი, იქნება ეგზიტპოლი. "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი ხომ იქნება. 2012 წელს კომისიის ინფორმაციას კი არ დაველოდე, "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები ვნახე და მაშინ გამოვაცხადე, რომ წავაგეთ. ყველამ იცის, რომ "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები იქნება მართალი. როცა მივალთ არჩევნებზე, ვუთხრათ სიმართლე, ეს შეიკრიბება დიდ მდინარედ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნად ივანიშვილისთვის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."