წნორის რწმუნებული ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს

წნორის რწმუნებული ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს

წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი თანამდებობას ტოვებს. წნორის რწმუნებულსა და ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს შორის გუშინ წნორში დაპირისპირება მოხდა.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას“, - აცხადებს თამაზ მათეშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."