ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა 4 წლის განმავლობაში

ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა 4 წლის განმავლობაში

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით ჩატარებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა.

"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამსახური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების პერიოდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ ინდექსებს გადახედა და ეს რაოდენობა შეამცირა. ივანიშვილის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია მათ აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა.

"თქვენ ყველაზე კარგად გესმით, მთავრობის ბრალია რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა არა. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის შედეგი", - მიმართა ივანიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში... ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები