სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, რომელიც ცდილობს ახლა ბიზნესიც ამ პროცესებში ჩართოს

სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, რომელიც ცდილობს ახლა ბიზნესიც ამ პროცესებში ჩართოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო რესურსების მობილიზებას ცდილობს, რადგან კარგად ესმის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.

„ჩემზე ამ შეხვედრამ აგონიური შთაბეჭდილება დატოვა, ივანიშვილს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რომ არჩევნებს აგებს და ცდილობს ბოლო რესურსების მობილიზება მოახდინოს, მათ შორის, ბიზნესმენებთან ასეთი ტონით ისაუბროს და მათ პოლიტიკური შეფასებების კეთებისკენ მოუწოდოს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, რომელიც ცდილოს ახლა ბიზნესიც ამ პროცესებში ჩართოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით დღეს ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები” გაიმართა, რომელზეც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."