ანა დოლიძე ცესკოს მიმართავს, განიხილოს "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლის საკითხი

ანა დოლიძე ცესკოს მიმართავს, განიხილოს "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლის საკითხი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, განიხილოს "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლის საკითხი.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, რუსთავი 2-მა "პატიოტთა ალიანისის" სარეკლამო რგოლის შეჩერებით "მყისიერი საფრთხე აიცილა".

"გასაგებია, რომ "რუსთავი 2"-მა აიცილა მყისიერი საფრთხე ამ პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით, თუმცა ამ სფეროში, კონკრეტული საარჩევნო რეკლამა რა ტიპის შინაარს შეიცავს საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ მას, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."