დავით უსუფაშვილი - ივანიშვილთან იმ ტიპის პაექრობა, რომელიც მიწევს, არანაირად არ მხიბლავს და არც რაიმე ადრენალინს მმატებს

დავით უსუფაშვილი - ივანიშვილთან იმ ტიპის პაექრობა, რომელიც მიწევს, არანაირად არ მხიბლავს და არც რაიმე ადრენალინს მმატებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ტიპის პაექრობა, რომელიც მიწევს, არანაირად არ მხიბლავს და არც რაიმე ადრენალინს მმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება დოკუმენტების გასაჯაროებას, რაიმე სხვა საკითხში შეკამათებას თუ თემის წამოწევას, მე ცხოვრება, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა მკარნახობს, მაიძულებს და მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მოსახლეობას, ამომრჩეველს, დაინტერესებულ ადამიანებს, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ინფორმირებული და ანალიზიდან გამომდინარე არჩევნის გასაკეთებლად, ამისთვის მე მივდივარ ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო, ადამიანურად ძალიან მტკივნეულ ნაბიჯებზე. ბიძინა ივანიშვილთან იმ ტიპის პაექრობა, რომელიც მიწევს, მე არანაირად არ მხიბლავს და არც რაიმე ადრენალინს მმატებს, პირიქით, მაგრამ ეს ის ვითარებაა, როდესაც 8 ოქტომბერს ამომრჩეველი, რომელიც ვიღაცას შემოხაზავს, ვალდებული ვარ, თუკი რამე შემიძლია, მე მას ვუთხრა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ აქვს მედიასაშუალებები, არ ჰყავს სპეცსამსახურები, არ აქვს ჭორის გამავრცელებელი სააგენტოები და "რესპუბლიკელებს" არც ერთი დაქირავებული კოორდინატორი არ ჰყავს.

"ერთადერთი რაც შემიძლია, თუ დამიძახებთ მოვიდე და ვისაუბრო იმ თემებზე, რომელიც ქვეყანას ეხება, ამას ვაკეთებდი და გავაკეთებ. ატომური ბომბების აფეთქებას არ ვაპირებ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."