გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში სტაბილური წყალმომარგება გარანტირებული იქნება

გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში სტაბილური წყალმომარგება გარანტირებული იქნება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - "საგურამოჰესის" მშენებლობა დასრულდა და დღეს ეს ჰესი ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საგურამოჰესის" გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი აშენდა მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის მიხედვით და კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰესის საშუალებით შესაძლებელი გახდება კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სათავე ნაგებობების და სატუმბი სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში სტაბილური წყალმომარგება გარანტირებული იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აგრეგატი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს თანაბარი სიმძლავრით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარგებისთვის გამოყენება. ამ პროექტის განსახორციელებლად კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

მისასალმებელია, რომ კომპანია ასაქმებს ახალგაზრდა ჰიდროენერგეტიკოსებს, ჰიდროინჟინრებს და ასეთი ნდობის გამოცხადება არის მისასალმებელი პრეცედენტი. მჯერა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ამ ნდობას გაამართლებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ დარგის გაუმჯობესებაში და ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროექტი არის გამოცდილ ევროპელ პროფესიონალებთან ერთად წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადებითი მაგალითი და არის ნამდვილად ახალი სიტყვა საქართველოს ენერგოსისტემაში.

"დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ქვეყნის მიმზიდველ ეკონომიკურ გარემოსთან ერთად იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ახალი პროექტების განსახორციელებლად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" და ყველა მის პარტნიორს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და წარმატება უსურვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."