სანდრა რულოვსი - მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია

სანდრა რულოვსი - მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია

მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მეუღლემ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრა რულოვსმა ბათუმის ბულვარის კოლონადებთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

"ამდენი ხალხი დიდი ხანია არ მინახავს. ყოჩაღ, აჭარლებო! ვნახოთ, ხვალ ზუგდიდელები თუ გაჯობებენ", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა. მან მოსახლეობა მიმართა, მხარი დაუჭირონ "ნაციონალური მოძრაობის" პროფესიონალთა გუნდს.

"მიშას არაფრის ეშინია, გარდა იმისა, რომ საქართველოში რაიმე ცუდი არ მოხდეს. ნამდვილად ჩვენ ვართ ის მშვიდი ძალა, რომელსაც უნდა საქართველოს უკეთესი მომავალი. დღევანდელ მმართველობას მივყავართ უკან. გაიღვიძეთ ხალხნო. თქვენ კი გაღვიძებული ხართ, მაგრამ ვინც გვიყურებს, ბევრი არ არის დარწმუნებული ამაში. დიახ, ისინი იყვნენ დემოკრატიულად არჩეულები, მაგრამ ვერ გააკეთეს საქმე. ახლა ხალხის ნებაზეა, ვინ იქნება შემდეგი ოთხი წელი ქვეყნის მმართველი. ჩვენ ვართ პროფესიონალიზმით სავსე ძალა, რომელსაც შეუძლია დაპირებების შესრულება", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

ბათუმელ ამომრჩეველს ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი ტელეფონის საშუალებით მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."