ვალუტის კურსი
06/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
08:15 / 13-03-2010
როგორ ცხოვრობს ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში
Ambebi.Geპარტია "ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა ორგანიზაციის კომიტეტის სამი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის
თავმჯდომარე ლერი ლაფაჩი პარიზში სტუმრად მიიწვია. გვესაუბრება ლერი ლაფაჩი:

- ბატონმა ირაკლიმ პარიზში თავისი ინიციატივით ჩაგვიყვანა, მგზავრობის ხარჯი პარტიამ გაიღო, იქ ჩასულებს კი სასტუმრო უკვე დაჯავშნილი დაგვხვდა.

ბატონმა ირაკლიმ ძალიან თბილად მიგვიღო, მეგობრულად შეგვხვდა. აეროპორტში მიხეილ ქარელი დაგვხვდა და სასტუმროში მან წაგვიყვანა, სადაც მოგვიანებით ირაკლი ოქრუაშვილიც მოვიდა, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და შიდაპარტიულ საქმეებზე.

პარიზში 4 დღე დავყავით და ამ ხნის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარეც ჩვენთან იყო, დაგვათვალიერებინა ღირსშესანიშნავი ადგილები - ნოტრდამი, მონმარტრი, ამის შემდეგ ოჯახშიც მიგვიპატიჟა.

- როგორ ცხოვრობს ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში?
- როგორც რიგითი პარიზელი. თბილისში ამბობენ, ძვირად ღირებული ავტომობილები ჰყავსო, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა მისი მანქანა, წითელი "როვერ მინი" ვნახე.

- ბატონი ირაკლი ფრანგული ცხოვრების ყაიდაზე ხომ არ გადასულა?
- (იცინის) არა, ისეთივეა, როგორიც გახსოვთ, უშუალო და სტუმართმოყვარე. სულ საქართველოზე გველაპარაკებოდა. მე მასში პატრიოტი დავინახე, შევატყვე, რომ ძალიან ენატრება თბილისი.

- სამშობლოში ჩამოსვლას არ აპირებს?
- ალბათ, მალე ჩამოვა და ქართველი ხალხის გვერდით დადგება.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
09:48 / 06-09-2010  Image საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
14:40 / 06-09-2010  Image იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"
"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა
11:21 / 06-09-2010  Image მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს