განხეთქილება "თავისუფალ ზონაში" - ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სკანდალურ გეგმაზე საუბრობს

განხეთქილება "თავისუფალ ზონაში" - ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სკანდალურ გეგმაზე საუბრობს

"არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული" - ამის შესახებ "თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესო კალაძემ დღეს ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან ერთად "თავისუფალი ზონიდან" წასვლის შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც სწორედ აღნიშნული ფაქტორი დაასახელა.

მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი და ამაში ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

"ორგანიზაციის "საქართველოს ერთგულების სახელით" მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", - განაცხადა ბესო კალაძემ.

კალაძის თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. "მე ვაფრთხილებ "ნაციონალურ მოძრაობას": თუ ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ "ნაციონალურ მოძრაობას". მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია", - განაცხადა ბესო კალაძემ.

"თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილი წევრები უახლოეს დღეებში ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

ბესო კალაძის გარდა დღეს "თავისუფალი ზონის" დატოვების შესახებ განცხადება ორგანიზაციის წევრებმა: მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა გააკეთეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."