მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერზე

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერზე

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი.

ოდესის გუბერნატორი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება:

"ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ასევე წაიკითხეთ:

"ესენი მოიგებენ და იქნება რევოლუცია და დედისტ..." - ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილი რამდენიმე "ნაციონალს" ესაუბრება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."