"200 კაცი აავსებს რუსთაველის კარვებს..." - ნაწყვეტები ჩანაწერიდან, სადაც სავარაუდოდ სააკაშვილი, წიკლაური და ბობოხიძე "რევოლუციურ სცენარს" განიხილავენ

"200 კაცი აავსებს რუსთაველის კარვებს..." - ნაწყვეტები ჩანაწერიდან, სადაც სავარაუდოდ სააკაშვილი, წიკლაური და ბობოხიძე "რევოლუციურ სცენარს" განიხილავენ

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი.

წაიკითხეთ: ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილი რამდენიმე "ნაციონალს" ესაუბრება

მიხეილ სააკაშვილი: "კაკოს უნდა დაუჯეროთ, შექმნათ ჯგუფი... აი კაკო, ბეჟაშვილი, ვიღაცეები, ვინც არის რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ უნდა შევაჯდეთ ამ თემაზე"

აკაკი ბობოხიძე: "200 კაცი რუსთაველის კარვებს აავსებს. კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3 თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი კარვებით... მე გადატრიალების დაგეგმვაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული, სამხედრო გადატრიალების, მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?

ნუგზარ წიკლაური: "ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი"...

მიხეილ სააკაშვილი: "რევოლუციური სცენარი უნდა. კაკოს ინტუიციას ვენდობი მთლიანად. გამოვიყურებით, როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზაცია"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლიკ ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე