აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის პირველი კომენტარები გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის პირველი კომენტარები გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

წელს მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი საერთოდ არ მქონია და წელს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ შემადგენლობით მიხეილ სააკაშვილთან არ ვყოფილვართ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც ინტერნეტით გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბრის ერთ-ერთი მონაწილეა.

ბობოხიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რევოლუციისთვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, აცხადებს, რომ პარტია საარჩევნოდ ხმებს დაიცავს, ისევე როგორც ამას ყველა სხვა ოპოზიციური პარტია გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, რევოლუციისთვის არ ვემზადებით და რა თქმა უნდა, ხმებს დავიცავთ. ეს ყველაფერი არის სრული უნიჭობა. ეს არის გათვლილი უწიგნურ, ბრმადმორწმუნე "ქოცებზე", რომლებზეც არგუმენტი არ ჭრის. გასულ წელს პარტიის პოლიტსაბჭო იყო კიევში. მიმდინარე წელს ამ შემადგენლობით კიევში არ ვყოფილვართ. წელს მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია, აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია. გარდა ამისა, როცა კაცი შეიგინები, უზრდელი ხარ, არადა, ამ ჩანაწერის კომბინაციის გამკეთებელს, ვითომ ჩამწერს და დამვალებელს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი: მტყუანის დედა... მტყუანის მკვდარი... მტყუანის ცოცხალი... და ასე შემდეგ. ამათთან სხვანაირი არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს", - განაცხადა ბობოხიძემ "ინტერპრესნისთან" საუბრისას.

მან აღნიშნა ისიც, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჰყავდა პოლიცია და ჯარი, ხალხის გადაწყვეტილებას დაემორჩილა.

"არავის არა აქვს იმის ნება კი არა, იმის ძალა, რომ არ დაემორჩილოს ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება მოუწევს ყველას - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს. ჩვენც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც კარგად შევაფასებთ არჩევნების შედეგებს, კარგად შევაფასებთ, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, გაყალბდება თუ არა. გარწმუნებთ, რომ არავის არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერაფერს გააყალბებს და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერს მოუწევს ხალხის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა ბობოხიძემ.

ყველა ხვდება, რომ ეს არის უნიჭო ხელისუფლების მიერ გამოშვებული კადრები", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი აღნიშნულ ჩანაწერს.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი საუბარი მას მიხეილ სააკაშვილთან საერთოდ არ ჰქონია.

"ყველა ხვდება, რომ ეს არის უნიჭო ხელისუფლების მიერ გამოშვებული კადრები.არ ვიცი რას ემსახურება. მე ვარ ქუთაისში. ვატარებ წინასაარჩევნო კამპანიას. სუსი, მუსი , პუსი თუ ვიღაცა გვიყურებს და გვისმენს თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად. რა რევოლუციაზეა საუბარი. რა სისულელეა. რას ემსახურება ეს, ან რისი მომტანია. მე რომ ვთქვა ახლა, გვჭირდება რევოლუციური გარდაქმნა ეკონომიკაში, ეს რევოლუციაზე მიუთითებს? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფრაზები საიდანღაცაა ამოგლეჯილი და გაკეთებული. ამით ჩემს გამარჯვებას ვერ შეაჩერებენ. უსაქმური ვინც არის ის აკეთებს ამას. ასეთი საუბარი მე საერთოდ არ მახსოვს. რადიკალურ პოლიტურ ბრძოლაზე დღესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა გვაქვს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა. საერთოდ, ძალიან იშვიათად მაქვს მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. სახელმწიფო გადატრიალებას კი თვითონ ეს ხელისუფლება ამზადებს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლიკ ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე