გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან თავი შეიკავოს

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან თავი შეიკავოს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ.

„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში – არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."