შს მინისტრი - საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაშინვე მოხდება

შს მინისტრი - საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაშინვე მოხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ.

ამის შესახებ მღებრიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რის საფუძვლადაც სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე გამოცემული განჩინება დაასახელა.

„არსებობს სასამართლოს განჩინება მისი დაპატიმრების თაობაზე, რის საფუძველზეც იგი შს სამინისტროს ძებნილთა ბაზაში იმყოფება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იგი დაკავებული იქნება საზღვრის გადმოკვეთისთანავე, რასაც ითვალისწინებს პოლიციის მიერ ძებნილი პირების დაკავების სტანდარტული პროცედურა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."