"გირჩი" უნდა ამოღებულიყო სიიდან - პაატა ბურჭულაძის პირველი კომენტარი საარჩევნო ბლოკის დაშლის შემდეგ

"გირჩი" უნდა ამოღებულიყო სიიდან - პაატა ბურჭულაძის პირველი კომენტარი საარჩევნო ბლოკის დაშლის შემდეგ

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ასევე იხილეთ: "შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე" - "გირჩი" განცხადებას ავრცელებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."