სოზარ სუბარი - სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება "მატროსოვის ციხეში", სადაც გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა კომფორტული საკანი

სოზარ სუბარი - სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება "მატროსოვის ციხეში", სადაც გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა კომფორტული საკანი

გამოქვეყნებული ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი კრიმინალური წარსულით შეკრული და კრიმინალური იდეებით გაერთიანებული ბანდა, - ამის შესახებ რადიო "პალიტრას" გადაცემა "საღამოს თოქ-შოუში" საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერები არის იმის დადასტურება რაც ისედაც ცნობილი იყო.

"გამოქვეყნებული ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი კრიმინალური წარსულით შეკრული და კრიმინალური იდეებით გაერთიანებული ბანდა. მათ უამრავი სისხლიანი ქმედებები აქვთ გაკეთებული, ამიტომაც არის ამდენი ადამიანი ციხეში წასული მათი მხრიდან, ამიტომაც არის მათი ამდენი წევრი გაქცეული და ამიტომაც არის ამდენი სისხლის სამართლის საქმე აღძრული ყოფილ პრეზიდენტზე. ის რაც მოვისმინეთ, ახალი არაფერი იყო, უბრალოდ, ეს იყო დადასტურება იმის რაც აქამდეც ვიცოდით. არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია. აქამდეც მოგვისმენია, რომ ის ურეკავდა "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს, რომ გვამები აუცილებლად უნდა ყოფილიყო, უნდა აღემართათ ბარიკადები თითქოს ვინმის შეჭმას აპირებდნენ ტელევიზიაში და ისინი აპირებდნენ "რუსთავი 2" ყოფილიყო მთავარი იარაღი ამ დესტაბილიზაციის მოსაწყობად. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიასგან განსხვავებით ჟურნალისტები და "რუსთავი 2-ზე" მომუშავე სხვა ადამიანები ასეთ პროვოკაციებს არ აყვებიან და არ წამოეგებიან. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის ადამიანები აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო გადატრიალებაში, კონსტიტუციურ წყობილების დამხობაში და ეს ადამიანები უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან. ეს არის კიდევ უფრო მეტი დანაშაული", - განაცხადა სუბარმა.

მისივე ვარაუდით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს.

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს რესურსი აღიაროს ის რასაც აპირებდა და ეს კრიმინალური დაჯგუფება დაიშალოს. სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება ნომერ მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მისთვის გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა მაინც კომფორტული საკანი ყოველგვარი ცოცხების და ყოველგვარი წამების გარეშე. მან უნდა აგოს პასუხი მის მიერ დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულისთვის, თუმცა სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი არ არის. სააკაშვილი კარგად შეადარა მისმა მეუღლემ თხუნელას. სააკაშვილს ერთადერთი რისი გათხრაც შეუძლია - არის სამარე "ნაციონალური მოძრაობისთვის", - აღნიშნა სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."