რა "რევოლუციას" პირდება მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს არჩევნების შემდეგ - ექს-პრეზიდენტის მიმართვა ოდესიდან

რა "რევოლუციას" პირდება მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს არჩევნების შემდეგ - ექს-პრეზიდენტის მიმართვა ოდესიდან

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, ის არანაირ რევოლუციას არ გეგმავს და რევოლუციურ ცვლილებებს არჩევნების შემდეგ პირდება ქართველ ხალხს სხვადასხვა სფეროში.

იხილეთ ვიდეო

ვიდეომიმართვა გადაღებულია ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე უკრაინაში, რომელიც სააკაშვილის ინფორმაციით, ამერიკული ინვესტიციით შენდება:

"რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე საუბრობს ეს ხალხი? აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული და არა კონსპირაციებით. ჩემი ცოლ-შვილი გავუშვი საქართველოში, სანდრა კენჭს იყრის არჩევნებში. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, აუღელვებლად და ყველა გამოკითხვა მეტყველებს ამაზე. არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის, რევოლუციური სასამართლო რეფორმა, განათლების რეფორმა... არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად, ყველაფერი მიდის ივანიშვილის გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ..." - ამბობს ექს-პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოსთან ერთად ვრცელდება განცხადებაც: "მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გამოაჩინა თავისუფალი ზონის "დავერბოვკებული" წევრი, რომელმაც თქვა ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად, რა თქმა უნდა, ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის.

ვერც 40-მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება. ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არც ერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია. განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენ კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან", - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."