კახა კახიშვილი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე - თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, აღვასრულებთ - ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა აღარ არის

კახა კახიშვილი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე - თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, აღვასრულებთ - ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა აღარ არის

ზოგადად გუშინ გავრცელებულ საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება არის ის, რომ ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.

"რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერტიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ეს არის ის, როგორ ვუყურებ წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს. ზოგადად საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა”, - განაცხადა კახიშვილმა.

კითხვაზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შემთხვევაში, რამდენად მზადაა სასჯელაღსრულების სამინისტრო, კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის სასჯელის აღსრულების სამინისტრო, "შესაბამისად, თუ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ მას აღვასრულებთ”.

"მითუმეტეს, რომ ციხეებში გადატვირთულობის პრობლემები აღარ არის, ასე რომ ამ კუთხით პრობლემებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."