მიხეილ სააკაშვილი - რომელ გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული

მიხეილ სააკაშვილი - რომელ გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული

რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული და არა კონსპირაციებით, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" იგებს და ამაზე მეტყველებს ყველა გამოკითხვა.

"ცოლ-შვილი გავუშვი საქართველოში, სანდრა არჩევნებში კენჭს იყრის. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად, უეჭველად და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. თუკი რამე რევოლუციური უნდა მოხდეს საქართველოში, ეს იქნება არჩევნების შემდეგ. ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის. ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა, ეს იქნება რევოლუციური გაადვილება ბიზნესისთვის საქმიანობის, ეს იქნება რევოლუციური განათლების რეფორმა. მართლაც, ამ რეფორმებს რევოლუციურად ჩვენ გავატარებთ. არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად და ივანიშვილი ვერაფერს არევს. ყველაფერი მიდის მისი გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ და შემდგომი საქართველოს განვითარებისკენ. ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძელებთ საქართველოში აღმშენებლობას, პროგრესს და განვითარებას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ", -განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."