იაგო ხვიჩია - პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შესვლისთანავე უკან გამოსვლას აპირებდა

იაგო ხვიჩია - პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შესვლისთანავე უკან გამოსვლას აპირებდა

პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შესვლისთანავე უკან გამოსვლას აპირებდა, - ამის შესახებ ახალი პლიტიკური ცენტრი "გირჩი" წევრმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ბურჭულძეს პოლიტიკური ინტერესები არ აქვს. ხვიჩიას განცხადებითვე, ბლოკის ლიდერი შეასრულებს ყველა პარტიის დავალებას, რომელიც მეტ ფულს შესთავაზებს.

"პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შესვლისთანავე უკან გამოსვლას აპირებდა, ამის შესახებ ყველამ ვიცოდით კოალიციაში. ბურჭულაძე აპირებს საზღვარგარეთ წასვლას. ამ ადამიანს პოლიტიკა არ აინტერესებს, მას უბრალოდ სურს თავისი სახელის სარფიან ფასად გაყიდვა. მას სურდა მარტივი ნარატივის შექმნა, რომელი პარტიაც მეტს გადაიხდიდა, მასთან იქნებოდა.

ჩვენს დაშანტაჟებას ორნაირი აზრი შეიძლება ჰქონოდა. პირველი ის, რომ თუ რამე ფული გვქონდა, მიგვეტანა ან ის, რომ ორი პოლიტიკური ძალა გვყავს, რომელსაც აწყობდა "გირჩის" არ ყოფნა პარლამენტში და რომელიმესგან ფული აიღო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი" საარჩევნო ბლოკ "პაატა ბჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ცენტრის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პაატა ბურჭულაძე სიაში მისი თანაგუნდელების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."