დავით უსუფაშვილი - შსს-ს დღევანდელი ინფორმაციით გაოგნებული და შოკირებული ვარ

დავით უსუფაშვილი - შსს-ს დღევანდელი ინფორმაციით გაოგნებული და შოკირებული ვარ

გაოგნებული და შოკირებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იარაღის მარაგების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის საკითხში გარკვევას როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და უშიშროების საბჭოს წევრი სხვა ფორმით შეეცდება.

პარლამენტის სპიკერი ასევე იმედოვნებს, რომ საკითხში გარკვევის შემდეგ "გაოგნება მოეხსნება".

"მე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ინფორმაციით ვარ გაოგნებული და მეტ კომენტარს ახლა არ და ვერ გავაკეთებ ძალიან ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს წევრი ცოტა სხვა ფორმით და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას, რადგან ძალიან ხშირად და ბევრჯერ საჯარო სივრცეში სასაუბრო არ არის ხოლმე. ვარ გაოგნებული და შოკირებული. რატომ და რის გამო, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს მომეხსნება ეს გაოგნება და არ მექნება ამის საფუძველი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

შესაბამისი განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."