გიორგი მღებრიშვილი - იარაღის აღმოჩენა არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს

გიორგი მღებრიშვილი - იარაღის აღმოჩენა არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს

ეს იარაღი ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებიდან, სხვადასხვა დროს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამართალდამცავების მიერ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა განმარტა, დანარჩენ გარემოებებს, კერძოდ თუ ვის ეკუთვნოდა ეს იარაღი და ვინ დამალა, უკვე გამოძიება დაადგენს.

"არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. როდესაც მომწიფდა სიტუაცია იმისთვის, რომ ეს საჯარო გამხდარიყო, მაშინ გასაჯაროვდა", -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."