კახა კახიშვილი - მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ, მაგრამ გვირაბის მეშვეობით რომ საპატიმროში აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია

კახა კახიშვილი - მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ, მაგრამ გვირაბის მეშვეობით რომ საპატიმროში აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია

მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით, რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია, - ასე შეაფასა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა სანდრა რულოვსის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და საქართველოში მაინც ჩამოვა.

"სიმართლე რომ ვთქვა, სანდრა რულოვსის განცხადებას საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის პიარკამპანიის ნაწილად აღვიქვამ. ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ კომფორტს არის მიჩვეული და ნამდვილად ერთი წამითაც ვერ დაუშვებს იმის ალბათობას, რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ამავდროულად გამოცხადებულია ძებნა. საქართველოში მისი გადმოსვლისთანავე ამას მოჰყვება სამართალდამცავების რეაგირება და ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

ცნობილია, როდის და სად გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია

"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი