ლაშა დვალიშვილი რადიოს პირდაპირ ეთერში სცემეს

ლაშა დვალიშვილი რადიოს პირდაპირ ეთერში სცემეს

რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა. პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ლაგოდეხში, ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუს მიმდინარეობისას, დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, სადაც დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლაშა დვალიშვილი ამჟამად ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."