სენაკში ია მეტრეველსა და სანდრა რულოვსს შორის შეკამათება მოხდა

სენაკში ია მეტრეველსა და სანდრა რულოვსს შორის შეკამათება მოხდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხვედრა სენაკის მოსახლეობასთან ხმაურით დაიწყო. მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სენკაში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდა და სანდრა რულოვსს პირადად გაესაუბრა, რასაც შეკრებილების შეძახილები მოჰყვა.

"მე მინდოდა თვალებში ჩაეხედა ჩემთვის და ეთქვა რულოვსს, როგორც მის მეუღლეს ჩახედა თვალებში, რომ საქართველოში სისხლისღვრა აღარ იქნება, აღარ გააუპატიურებენ ხალხს, აღარ გაჟუჟავენ გასამრავლებელ ბიჭებს. რომელი სუფთა ხელებით მოდიან? ისევ სისხლში აქვთ ხელები", - განაცხადა ია მეტრეველმა.

სანდრა რულოვსის თქმით კი, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა მეტრეველის ბრალდებების ადრესატი თავად არ არის და ეს საკითხი მასთან კავშირში არაა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: "მინდოდა თქვენთვის ჩამეხედა თვალებში, აღარასდროს დახოცავთ, გააუპატიურებთ?" - მწვავე კამათი სანდრა რულოვსსა და ია მეტრეველს შორის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."