"არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე ცხონებულ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც რაიმე მოვისმინოთ"

"არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე ცხონებულ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც რაიმე მოვისმინოთ"

გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები კუდ-ის ოპერატორმა გადაიღო, სადაც ჩანს, როგორი სისასტიკით უსწორდებიან მომიტინგეებს სპეცრაზმელები, კუდ-ისა და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. დარბევამდე დათა ახალაიამ რუსთაველზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავების ბრძანება გასცა, სანაცვლოდ კი თანამშრომლებს მაღალ პრემიებს დაჰპ-ირდა: "მეტი, მეტი დაკავება გვინდა! სიჩუმე! ვაკავებთ ყველას, მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

პროკურატურის მტკიცებით, პრემიის სახით მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე 900.000 ლარამდე გაიცა. ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ 13.780 ლარი მიიღო, ვასილ ლელუაშვილმა - 9.000. არც დავით ახალაია დარჩენილა პრემიის გარეშე, მას 6.500 ლარი ერგო, რევაზ შიუკაშვილს - 4.135.

პროკურატურის განცხადებებში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები. განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ვიდეომასალების გასაჯაროების შემდეგ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი:

- პროკურორმა ბრძანა, ინფორმაცია აპრილში მივიღეთო, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი წლის აპრილში. რასაკვირველია, ასეთი სიახლე საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, გამოძიება დასრულდეს, წერტილი დაესვას ამ სადისტურ პროცესს, მაგრამ გვრჩება კითხვა, თავად ყველაზე დაინტერესებული პირები, დასახიჩრებულები, ჭირისუფლები, რატომ არ იყვნენ ინფორმირებული თუნდაც 5 თვით ადრე, რომ ეს კადრები პროკურატურას ჰქონდა?!... განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."