ნინო ბურჯანაძე - მიშა, შენ ჩაჯდები ციხეში, მე ამას გპირდები

ნინო ბურჯანაძე - მიშა, შენ ჩაჯდები ციხეში, მე ამას გპირდები

მიშა, შენ ჩაჯდები ციხეში, მე ამას გპირდები, - ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მარჯვეა, როდესაც ის იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც მას საფრთხე არ ემუქრება.

ბურჯანაძის თქმით, მან ძალიან კარგად იცის სააკაშვილის ვაჟკაცობის ამბავი და მისი განწირული განცხადებები, რომელსაც ახლა აკეთებს, მიმართულია იმისკენ, რომ თავისი დარჩენილი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს.

"რაც შეეხება განცხადებას ჩემს დაჭერა-არდაჭერასთან დაკავშირებით, მინდა სააკაშვილს ვუთხრა: ჩემს დაჭერას 26 მაისს ვაჟკაცობა უნდოდა. ის ვაჟკაცობა, რომელიც შენ არასოდეს არ გაგაჩნდა და არც ახლა გაქვს. ძალიან კარგად მახსოვს ყველა კრიზისული ვითარება, როდესაც მიხეილ სააკშვილი, დედის კალთას რომ ამოეფარება პატარა ბავშვი, ისე იყო ჩემს კალთას ამოფარებული. როცა მე აღარ ვყავდი, გორში თოხნა კიდეც ცხვირით მიწა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

"შენ, არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად ნამდვილად მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს ვიდექით შეუდრეკლად და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადიგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში თუ გაბედავ და საქართველოში ჩამოხვალ და მოგიჯდებიან გვერდით ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და ამას მე აუცილებლად ვუზრუნველვყოფ. ამას გპირდები. ახლა შეგიძლია, ბილეთი იყიდო და ჩამოსვლა დაგეგმო. ჩვენ ჩვენსას შევასრულებთ. შენგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ და არც არავისი გვეშინია და არც არავის კალთის უკან არ ვიმალებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში სააკაშვილის და მისი დამნაშავე თანაგუნდელების დასაჭერად ნამდვილად ეყოფა ვაჟკაცობაც, კომპეტენციაც, პოლიტიკური ნებაც და ქვეყანას მოაშორებს იმ ჭირს, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და "ქართული ოცნებასავით" კოჰაბიტაციით არ იქნება დაკავებული.

"ამას ვპირდები საქართველოს მოსახლეობას!"- განაცხადა ნიინო ბურჯანაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."