პაატა ბურჭულაძე - ჩვენს წინააღმდეგაა ყველა, გარდა ქართველი ამომრჩევლისა

პაატა ბურჭულაძე - ჩვენს წინააღმდეგაა ყველა, გარდა ქართველი ამომრჩევლისა

მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, მისი პარტიის შტაბის წევრებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს, მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართავს. როგორც ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტია ყველა მხრიდან ზეწოლის ქვეშაა და მათ კვლავ მოუწევთ ცოტა ხნით ამის გაძლება.

ბურჭულაძის თქმით, მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა, გარდა ქართველი ამომრჩევლისა.

"მე მივმართავ ჩვენი შტაბის წევრებს, ჩვენს მაჟორიტარებს და მხარდამჭერებს - კიდევ ცოტა გავიჭირვოთ. ჩვენზე მიდის ძალიან დიდი ზეწოლა. გადაგვიკეტეს თითქმის ყველა ფინანსური გზა, რაც კი შეიძლებოდა გვქონოდა. ჩვენ გვებრძვის ყველა, იმიტომ რომ არ ვაწყობთ არავის. ჩვენს წინააღმდეგაა ყველა, გარდა ქართველი ამომრჩევლისა. ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან წინსვლა და ქვეყნის ფეხზე დაყენება ან ოთხი წელი კიდევ ამ მთავრობის ხელში ჩვენი ქვეყნის დატოვება, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს მას.ფულმა არ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველო და მისი დედაქალაქი, თბილისი ჩვენ გვერდში დაგვიდგება", - განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა აღნიშნა, მას ჰქონდა არჩევანი ბიძინა ივანიშვილის ფინანსები აერჩია და "მისი მარიონეტი გამხდარიყო", მაგრამ ეს არ გააკეთა.

"მე შევქმენი პოლიტიკური პარტია რადგან ჩემი ქვეყანა გასაჭირშია. მე შევქმენი ჩვენი პოლიტიკური პარტია, რადგან ჩემს სამშობლოს ძალიან უჭირს. მე ამდენი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი ჩემი ცხოვრების მანძილზე საქართველოში არ მინახავს. დღიდან ჩემი პოლიტიკაში შემოსვლისა, ორი საპირისპირო რამ ხდება. ერთი მხრივ, სიყვარული და მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, მეორე მხრივ, უდიდესი ზეწოლა მთავრობისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ზეწოლა ხორციელდება ბიზნესმენებზე, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა უნდა, შემომწირველებზე, ჩვენს მხარდამჭერებზე. ბევრი ჩვენი შემომწირველი დღესაც კი სასამართლოშია დაბარებული. ჩვენ დავდექით ორი არჩევანის წინაშე, ან ავირჩიოთ ბიძინა ივანიშვილის თანხა და გავხდეთ მისი მარიონეტები, ისეთივე როგორებიც არიან მთავრობის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ან ავირჩიოთ და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება. მე უკვე რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადე ღია ეთერში, რომ ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა, უარს ვიძახით რომ ვიყოთ ვინმეს მარიონეტები. ჩვენ არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ქართული ოცნების" სატელიტები არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის, ჩვენი საქართველოს პარტია", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."