GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" ხმას 26% , "ქართულ ოცნებას" კი 25.4% მისცემდა

GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" ხმას 26% , "ქართულ ოცნებას" კი 25.4% მისცემდა

GFK-ის კვლევის თანახმად, პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, "ქართულ ოცნებას" კი 25.4%. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს, რომლის დაკვეთითაც კომპანია GFK-მ კვლევა ჩაატარა.

რიგით მესამე კვლევის შედეგების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" წინა ორ კვლევასთან შედარებით "ქართულ ოცნებას" 0.6% უსწრებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.8% ხმას "ლეიბორისტულ პარტიას", 3.6% "თავისუფალ დემოკრატებს", 2.6% მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", 1.5% "დემოკრატიულ მოძრაობას", 1,5% "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას", 0.4% კი "რესპუბლიკურ პარტიას " მისცემდა.

პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგების თანახმად, მხოლოდ თბილისში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 24.4%, "ქართულ ოცნებას" კი 23.3% მისცემდა. რაც შეეხება რეგიონებს აქ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 26.5%, "ქართულ ოცნებას" კი 26.2% მისცემდა.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, კომპანია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექტემბერის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."