"ნაცმოძრაობა" - სოფელ დიდინეძში პარტიის შტაბის უფროსს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ნაცმოძრაობა" - სოფელ დიდინეძში პარტიის შტაბის უფროსს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, ქუჩაში მოძრაობა "ქართული ოცნების“ 20-მდე მხარდამჭერს პრაქტიკულად გადაკეტილი ჰქონდა, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

"ხმაურზე კუკავას მეზობლები გამოვიდნენ. ორმხრივ ჩხუბში დაზიანდა ენმ-ის მხარდამჭერის ავტომობილი. ამ დროისათვის პოლიციას განყოფილებაში გადაყვანილი ჰყავს "ნაციონალური მოძრაობის“ დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პრვოკაცია "ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი ლევან შონია, "ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია და "ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია. ასეთი აგრესიული ქმედება ახასიათებს "ქართულ ოცნებას“, ისინი გრძნობენ, რომ ზუგდიდში პირწმინდად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციული მოქმედებებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რაც მათ არ გამოუვათ“, - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."