გიორგი კვირიკაშვილი: "არავის გაგიგიათ ჩემგან, უკადრებელი მეთქვას რომელიმე ოპონენტის მიმართ"

გიორგი კვირიკაშვილი: "არავის გაგიგიათ ჩემგან, უკადრებელი მეთქვას რომელიმე ოპონენტის მიმართ"

ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დავასრულოთ ის ღვარძლი და უბედურება, რაც დღეს გვჭირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უკვე მართლაც კატასტროფას მიაღწია ამ ყველაფერმა. "გავიარეთ მე მგონი ის წითელი ხაზები, რაც უნდა გაგვევლო ალბათ. მე ამას საქმითაც ვადასტურებ, რადგან არავის გაგიგიათ ჩემგან, რომ რაღაც უკადრებელი მეთქვას რომელიმე ოპონენტის მიმართ. ჩვენ თუ შევძლებთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ისე, რომ მოგვისმინონ, ერთ დიდ საქმეს უკვე გავაკეთებთ და ეს, შესაძლოა, იმ საქმის 80% უკვე იყოს, რაც შემდგომ უნდა გავაკეთოთ.

ეს ეხება ასევე პედაგოგებს, რადგან ჩვენს შვილებთან გაქვთ საქმე და ჩვენი ქვეყანა ისეთი იქნება, როგორც თქვენ დაელაპარაკებით მომავალ თაობას. ამიტომ, უმთავრესია, თქვენი განწყობა იყოს პოზიტიური, ოპტიმისტური, ღირსებით შეხვიდეთ საკლასო ოთახში და პირობას გაძლევთ, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ", -განაცხადა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."