კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობა წარსულს ჩავაბაროთ

კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობა წარსულს ჩავაბაროთ

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნი, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსი კახა კალაძე ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

"გუშინ, ჩვენს აქტივისტებს თავს დაესხნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ყოფილი გამგებელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საავადმყოფოში არის მოთავსებული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, უარი ვთქვათ ძალადობაზე და როგორც ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და იქ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა", - აცხადებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

აღნიშნილ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."