მიხეილ სააკაშვილი - 8 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილს გავუშვებთ სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად რომელიმე დამწყებ უმაღლეს სასწავლებელში

მიხეილ სააკაშვილი - 8 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილს გავუშვებთ სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად რომელიმე დამწყებ უმაღლეს სასწავლებელში

8 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად გავუშვებთ სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად რომელიმე დამწყებ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ასწავლიან განსხვავებას კამბოჯასა და ნიკარაგუას შორის, პოლ პოტსა და სტალინს შორის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook live-ის დროს განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს აუცილებლად გაატანენ წიგნაკს, სადაც ჩაუწერენ, რა განსხვავებაა ჯავახიშვილსა და კაკაბაძეს, ყვარყვარე თუთაბერსა და სხვა ლიტერატურულ გმირებს შორის.

"აუცილებლად ამ კაცს სჭირდება განათლება. ეტყობა თავის დროზე დრო არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? - ჩვენზე იზღვია ათმაგად. უფრო მეტიც, ამ კაცს საერთოდ არ უყვარს განათლებული ადამიანები და ეს არის მისი მთავარი პრობლემა. აი, ხომ შეიყვანეს "ქართულ ოცნებაში" ვითომ უცხოეთში განათლებამიღებული ადამიანები... ამჩნევთ, რომ კობახიძის გარდა არავინ გამოჰყავთ? მის ბუნებაში არ ზის განათლებული ადამიანების მოწონება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."