გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს.

"ჩვეულებრივად, ოფისიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის ვმოძრაობთ. ჩემი მძღოლი იჯდა საჭესთან , ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე და ამოხვევის დროს, უცებ, თავიდან ვერც მივხვდი, მეგონა, წინიდან გვესროლეს რაღაცა. რომ გადმოვედით და ცოტა გონს მოვედით, მე და ჩემს მძღოლს ფიზიკური ბევრი დაზიანება არ გვაქვს, უბრალოდ, ყურებში ცუდად ესმის მასაც და მეც. სამწუხაროდ, ახლა შევამჩნიე ერთი ადამიანი გადაიყვანეს საკაცით", - აღნიშნა გივი თარგამაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვისას.

მისივე თქმით, მანქანას უკანა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად მოგლეჯილი აქვს. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩადებული იყო სწორედ უკანა ნაწილზე ან აკრული ეს ასაფეთქებელი და როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა მანქანით ის, ვინც დააჭირა დისტანციონს", - განაცხადა თარგამაძემ.

იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."