როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს

როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს

ჩემი აზრით, გივი თარგამაძე სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს, - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ბორის ნემცოვი ივანიშვილთან დაკავშირებით აფრთხილებდა.

იხილეთ ვიდეო: რა ნახა მიხეილ მაჭავარიანმა საკუთარი თვალით გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილას?

"ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ გათავისუფლების. P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტ გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით, ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება", - წერს სააკაშვილი.

იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."