"ვარდების მოედანზე" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული წინასაარჩევნო, შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს. პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები. მოედანზე სპეციალური სცენაა დამონტაჟენული, სადაც პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან. ადგილზე შეკრებილი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა ადგილზე საინტერესო კადრი დააფიქსირა: სცენაზე "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლიკის უკან "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპიდან კადრი ჩანს.
ფოტო: ინგა მურუსიძე