პრემიერი საარჩევნო უბანზე მეუღლესა და 4 შვილთან ერთად მივიდა - "მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს"

პრემიერი საარჩევნო უბანზე მეუღლესა და 4 შვილთან ერთად მივიდა - "მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს"

"მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

"მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას.

მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. მე ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი დარჩებიან საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

არაფერი გამოგრჩეთ! - მუდმივად განახლებადი ვიდეომასალა არჩევნების შესახებ

პრემიერ-მინისტრმა დღეს არჩევანი საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე უბანზე გააკეთა. მთავრობის მეთაური საარჩევნო უბანზე მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად მივიდა.

ფოტო: სულხან ნამიჭეიშვილი

“I’ve voted for the prosperity of each and every citizen of Georgia” – Prime Minister

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."