მიხეილ სააკაშვილი - თითითაც ვერავინ შემეხება, თითქმის მთლიანი პოლიცია, შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენს მხარეზეა

მიხეილ სააკაშვილი - თითითაც ვერავინ შემეხება, თითქმის მთლიანი პოლიცია, შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენს მხარეზეა

მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა უკრაინულ ტელეკომპანია 112 Украина"-ის ეთერში განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

"წარმოიდგინეთ, პირადად ჩემ შესახებ 24-სერიანი ფილმი გადაიღეს, რომელსაც ყველა თავიანთ არხზე აჩვენებენ. ეს ფილმი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ ჩემი ამ მეოცნებეებს ივანიშვილის პრორუსული პარტიიდან?" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.

"შევხედავთ შედეგებს და მივიღებ გადაწყვეტილებას, ჩავიდე თუ არა საქართველოში", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო მხარდამჭერ მიტინგზე 70 000 ადამიანი იყო გასული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მას "თითითაც ვერავინ შეეხება".

"ეს ნიშნავს, რომ იქ თითითაც ვერავინ შემეხება, მითუმეტეს, როცა თითქმის მთლიანი პოლიცია შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენს მხარეზე, ანუ სახელმწიფოებრიობის და კანონიერების მხარეზეა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."