მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, მე არ ვაპირებ უკრაინის დატოვებას

 მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, მე არ ვაპირებ უკრაინის დატოვებას

"როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, მე არ ვაპირებ უკრაინის დატოვებას, არ ვაპირებ ბრძოლის ველის და ჩემი დიდი გეგმების მიტოვებას, რომ დავეხმარო უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა NEWSONE-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ხალხი ამბობს, აი, საქართველოს არჩევნები, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს და მიშა წავა. სინამდვილეში მე არ მჩვევია ბრძოლის ველიდან გაქცევა. ჩემთვის ეს არის ბრძოლა რეფორმებისთვის, ხალხისთვის. მე უკრაინაში გასტროლიორი არ ვარ. ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო არ არის და მისთვის ბოლომდე ვიბძროლებ. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ მერე არ იყოს გაუგებრობა ამ თემაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."