"ქართული ოცნება" მარნეულის 48-ე უბანზე სიტუაციის დაძაბვაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" მარნეულის 48-ე უბანზე სიტუაციის დაძაბვაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტებს, ისე სამართალდამცველებს.

"ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ამის გაკეთება. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ პროცესს და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ სათანადოდ დაისაჯოს ყველა, ვინც ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარნეულში, ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი აჰმამედ იმამყულიევი და მისი მხარდამჭერები გეგმავენ სიტუაციის ხელოვნურად არევას.

"ეს ხდება ყიზილაჯლოში, 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე. წინასაწარი ინფორმაციით, იმამყულიევი აგებს არჩევნებს. 100-მდე მხარდამჭერია შეკრებილი ამ უბნებზე და ცდილობენ არეულობის პროვოცირებას",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა კონკრეტულად რომელ უბანზე, ჯერჯერობით მისთვის უცნობია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" მოუწოდებს "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს, ნუ მოაწყობენ არეულობას. ამასთან, თავის მხარდამჭერებს მოუწოდებენ, არ აყვნენ პროვოკაციას.

"რაც მთავარია, ვთხოვთ სამართლადამც ორგანოებს, ჩაერიონ ამ პროცესებში და უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა", - განაცხადა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."