როგორ შეხვდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები ეგზიტპოლების შედეგებს

როგორ შეხვდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები ეგზიტპოლების შედეგებს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ისინი ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს სცენაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე გაეცნენ.

შედეგების გამოცხადებას შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ "საქართველო", "გილოცავთ".

TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა "ქართული ოცნებას" 53.8% უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას".

TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია" 5%-ით.

რაც შეეხება "რუსთავი 2" ეგზიტპოლის შედეგებს ასეთია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 39,9%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%

საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.76%

ფოტო: როიტერი

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

გიგა ბოკერია: "არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა"

"გლდანის საარჩევნო უბანზე კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღით ხელში" - რა კადრებს აქვეყნებს ნიკა მელია

რა განცხადებას ავრცელებს შსს სპეცტექნიკის და პოლიციელთა გადაადგილების თაობაზე?