TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს

TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს

TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების“ კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ლიდერობს.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, მაკრახიძემ ამომრჩეველთა ხმების 39,8 % მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ირაკლი ოქრუაშვილმა ამომრჩეველთა 16,1 %-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ირაკლი ალასანიამ - 13, 7%, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ კი 14,4 %.

აღნიშნული შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, "მაესტრო“, "იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია "გორბიმ“ შეასრულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."